← დაბრუნება

კონფიდენციალურობა

თქვენი ფოტო და საკონტაქტო მონაცემები

ციფრული დიზაინერი · Digital Designer

ციფრული დიზაინერისთვის ატვირთული ოთახის ფოტო, შექმნილი ექვსი დიზაინი და ქართული PDF თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული პირადი ფაილებია. მათ შეკვეთაში მითითებული ვადის ამოწურვამდე, 30 დღის განმავლობაში ვინახავთ. ვადის გასვლისას ფაილებზე წვდომა წყდება და ისინი ავტომატური წაშლის რიგში გადადის.

ფოტოს ვიყენებთ დიზაინის შესაქმნელად; არჩეული სტილები და კატალოგის დონე განსაზღვრავს შეკვეთის შედეგს. ფაილის ატვირთვამდე საჭიროა ავტორიზაცია და შენახვის პირობებზე თანხმობა. შეკვეთების გახსნამდე ამ გვერდზე ფოტოს ატვირთვა და შეკვეთის გაგზავნა შეუძლებელია.

ქვემოთ აღწერილი Live Demo-ს 7-დღიანი ვადა ცალკე დემო სერვისს ეხება; Digital Designer-ის ფაილებს ზემოთ მითითებული 30-დღიანი ვადა აქვს.

Live Demo

ატვირთული ოთახის ფოტო, დამუშავებული product reference და მიღებული შედეგები ჩვენს მონაცემთა ბაზასა და storage-ში მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში ინახება: მე-6 დღიდან აღარ არის აქტიური, ხოლო მე-7 დღემდე იშლება.

თუ ზუსტი production project/model-ისთვის Zero Data Retention ცალკე არ არის დადასტურებული, OpenAI-ის abuse-monitoring retention შესაძლოა 30 დღემდე გაგრძელდეს. დეტალები იხილეთ OpenAI Data Controls-ში.

Live Demo ქმნის anonymous identity-ს და ერთ browser profile-ზე გასცემს 5 კრედიტს. Cookies-ის გასუფთავებამ ან incognito ფანჯარამ შეიძლება ახალი identity შექმნას. Anonymous identity და abuse-prevention rate-limit ჩანაწერები მაქსიმუმ 30 დღე ინახება.

საკონტაქტო ფორმა

სახელს, კომპანიას, email-ს ან ტელეფონს, შეტყობინებასა და კამპანიის UTM ატრიბუციას ვიყენებთ მხოლოდ დემოს დასაგეგმად და კომუნიკაციისთვის. ჩანაწერი მაქსიმუმ 180 დღე ინახება.

Meta Pixel და რეკლამის გაზომვა

ჩვენს საჯარო გვერდებზე მუშაობს Meta Pixel. ის Meta-ს (Facebook, Instagram) აცნობებს გვერდის ნახვას, WhatsApp-ით დაკავშირების მცდელობასა და ფორმის წარმატებით გაგზავნას, ბრაუზერში ათავსებს _fbp ქუქის და კითხულობს _fbc-ს, თუ ჩვენთან რეკლამიდან მოხვედით. ამას რეკლამის ეფექტურობის გასაზომად და Meta-ს პლატფორმებზე რეკლამის საჩვენებლად ვიყენებთ.

ფორმის გაგზავნისას იმავე მოვლენას სერვერიდანაც ვუგზავნით Meta-ს (Conversions API). სახელი, email და ტელეფონი მიდის მხოლოდ SHA-256 ჰეშის სახით, თან ერთვის თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის User-Agent და ზემოთ ხსენებული ქუქები. ორივე ასლს ერთი და იგივე იდენტიფიკატორი აქვს, ამიტომ Meta მათ ერთ მოვლენად ითვლის.

თვალყურის დევნების შესაზღუდად შეგიძლიათ შეცვალოთ Meta-ს რეკლამის პარამეტრები ან დაბლოკოთ ქუქიები და სკრიპტები ბრაუზერში — საიტი ორივე შემთხვევაში სრულად მუშაობს.

Google Analytics

საჯარო გვერდებზე მუშაობს Google Analytics 4. ის გვიჩვენებს, რამდენი ვიზიტორი მოვიდა, რომელი გვერდები ნახეს და საიდან მოხვდნენ ჩვენთან. ბრაუზერში ათავსებს საკუთარ ქუქიებს და Google-ს გადასცემს თქვენს IP მისამართს შემოკლებული სახით, ბრაუზერისა და მოწყობილობის ტიპსა და ნანახი გვერდების სიას. სახელი, email და ტელეფონი Google Analytics-ს არასდროს მიეწოდება.

გამორთვა შეგიძლიათ Google-ის ოფიციალური დანამატით ან ბრაუზერში ქუქიების დაბლოკვით.

კონტაქტი

კითხვებისთვის დაგვირეკეთ: +995 593 16 33 76.