შექმნილია ინტერიერისა და ექსტერიერის მაღაზიებისთვის

აჩვენეთ მომხმარებელს თქვენი პროდუქტი საკუთარ სივრცეში - გაუმარტივეთ არჩევანი და გაზარდეთ გაყიდვები.

ოთახი ვიზუალიზაციამდე
ოთახი პროდუქტის ვიზუალიზაციის შემდეგ
⇆
მანამდეშემდეგ

აირჩიე კატალოგიდან

Chevron Naturel · 7,5×30 სმკაფელი · კატალოგიდან

მიეცით მომხმარებელს შესაძლებლობა, შეძენამდე ნახოს როგორ გამოიყურება თქვენი პროდუქტი მის სივრცეში - ნაკლები გაურკვევლობა, უფრო მარტივი არჩევანი და მეტი შანსი გაყიდვისთვის.

✓მეტი შანსი გაყიდვისთვის✓მეტი ჩართულობა პროდუქტის გვერდზე✓უფრო თავდაჯერებული არჩევანი✓მარტივი ინტეგრაცია თქვენს სისტემაში

გამოყენების 2 გზა

თქვენს ვებ საიტზე

მომხმარებელი პროდუქტს პირდაპირ პროდუქტის გვერდიდან ნახავს საკუთარ სივრცეში.

ვრცლად ↓

თქვენს ფიზიკურ მაღაზიაში

კონსულტანტი მომხმარებელს ვიზუალიზაციას ლეპტოპით, პლანშეტით ან ტელეფონით აჩვენებს.

ვრცლად ↓

ინტეგრაცია თქვენს მაღაზიასთან

ჩასვით სურათის გენერაცია პირდაპირ თქვენს ონლაინ მაღაზიაში

  • ვიჯეტი ჯდება არსებულ პროდუქტის გვერდზე - დიზაინი თქვენი ბრენდის მიხედვით
  • ინტეგრაცია თქვენი გუნდის რესურსის მინიმალური ჩართულობით
პროდუქტის გვერდზე ჩასმული Visual Studio-ს დემო: მომხმარებელი ტვირთავს თავისი ოთახის ფოტოს და არჩეული კაფელი მის სივრცეში ჩნდება.

როგორ მუშაობს

01

მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს

თქვენი კატალოგიდან — ფასით, კოდით და ზომით.

02

ტვირთავს ოთახის ფოტოს

საკუთარი სივრცის ერთი ფოტო საკმარისია.

03

იღებს რეალისტურ ვიზუალიზაციას

პროდუქტის მასალა ერგება ოთახის პერსპექტივასა და განათებას.

04

ბრუნდება პროდუქტის შეძენაზე

შედეგიდან პირდაპირ SKU-ის გვერდზე — ერთი ნაბიჯით.

ფიზიკურ მაღაზიაში

ვიზუალიზაცია შოურუმში

სტუდია მარტივად ერგება მაღაზიის გაყიდვების პროცესს - გამოიყენეთ ის კონსულტანტის ლეპტოპში, პლანშეტსა თუ მობილურ ტელეფონში.

კონსულტანტი კლიენტთან Visual Studio-ს ლეპტოპზე აჩვენებს
01

კონსულტანტთან ერთად

კონსულტანტი კლიენტს პირდაპირ ლეპტოპის, პლანშეტისა თუ მობილური ტელეფონის ეკრანზე აჩვენებს, როგორ გამოიყურება შერჩეული იატაკი, კაფელი ან ავეჯი მის საკუთარ სივრცეში. კლიენტი QR კოდით ტვირთავს ოთახის ფოტოს და სხვადასხვა პროდუქტის მოსინჯვა წამებში შეუძლია.

თვითმომსახურების Visual Studio კიოსკი შოურუმში
02

თვითმომსახურების კიოსკი

კლიენტს შეუძლია დამოუკიდებლად დაათვალიეროს კატალოგი, აირჩიოს პროდუქტი და ნახოს ის საკუთარ ოთახში - კონსულტანტის დახმარების გარეშე. კიოსკის მოწყობილობა და განთავსება - ინდივიდუალური შეთავაზებით.

კატეგორიები

შექმნილია ინტერიერის პროდუქციის მაღაზიებისთვის

ერთი და იგივე ტექნოლოგია მუშაობს ყველა კატეგორიაზე — იატაკიდან და შპალერიდან ავეჯამდე.

01

იატაკი და პარკეტი

ლამინატი, პარკეტი, ვინილი - ტექსტურა და მიმართულება ერგება ოთახის პერსპექტივას.

იატაკი და პარკეტი — მანამდემანამდე
იატაკი და პარკეტი — შემდეგშემდეგ
02

ავეჯი

დივანი, სავარძელი, კარადა - მასშტაბი და ქსოვილი რეალურ სივრცეში.

ავეჯი — მანამდემანამდე
ავეჯი — შემდეგშემდეგ
03

კაფელი, შპალერი და საღებავი

ფილა, მოზაიკა, შპალერი, საღებავი - კატეგორიები, სადაც პატარა ნიმუშმა მთელი ოთახი უნდა გაყიდოს.

კაფელი, შპალერი და საღებავი — მანამდემანამდე
კაფელი, შპალერი და საღებავი — შემდეგშემდეგ

რას იღებს  მაღაზია

01

მეტი კონვერსია. მეტი გაყიდვა.

მომხმარებელი პროდუქტს საკუთარ სივრცეში ხედავს, უფრო თავდაჯერებულად იღებს გადაწყვეტილებას და არჩევანიდან შეძენამდე ნაკლები ბარიერი რჩება.

02

ბრენდზე მორგებული გამოცდილება

სტუდია მუშაობს თქვენი ბრენდის სახელით, ფერებითა და ვიზუალური სტილით - მომხმარებლისთვის ეს თქვენი ციფრული გამოცდილების ნაწილია.

03

რეალური პროდუქტების კატალოგი

ფასი, კოდი, ზომა, ვარიანტები და მარაგი პირდაპირ თქვენი კატალოგიდან - მონაცემები ავტომატურად სინქრონდება.

04

მოკლე გზა არჩევანიდან შეძენამდე

ვიზუალიზაციიდან მომხმარებელი პირდაპირ შესაბამისი პროდუქტის გვერდზე გადადის - არჩევანსა და შეძენას შორის ზედმეტი ნაბიჯების გარეშე.

05

ანალიტიკა და მომხმარებლის ქცევა

ხედავთ, რომელ პროდუქტებს მოსინჯავენ, რას ადარებენ, რას ინახავენ და რომელი პროდუქტები იწვევს ყველაზე მეტ ინტერესს.

06

მარტივი ინტეგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა

დანერგვას ჩვენ ვაკეთებთ - თქვენი გუნდისგან საჭიროა მხოლოდ კატალოგთან და საიტთან წვდომა. გაშვების შემდეგ ვუზრუნველყოფთ მონიტორინგს, განახლებებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას ერთი პასუხისმგებელი კონტაქტით.

რით განსხვავდება

არა უბრალოდ AI ვიზუალიზაცია - გაყიდვებისთვის შექმნილი სისტემა

ზოგადი AI ინსტრუმენტი ლამაზ ვიზუალს ქმნის. თქვენს მაღაზიას კი სჭირდება სისტემა, რომელიც რეალურ კატალოგთან მუშაობს და მომხმარებელს პროდუქტის არჩევიდან შეძენამდე მიჰყვება.

ზოგადი AI ჩატი / გენერატორი

  • —შედეგი რეალურ პროდუქტთან და SKU-სთან არ არის დაკავშირებული
  • —მომხმარებელს მითითების წერა უწევს
  • —არ ჩანს თქვენი ფასი, მარაგი და პროდუქტის ინფორმაცია
  • —მომხმარებელი ტოვებს თქვენს საიტსა და ბრენდულ გამოცდილებას

თქვენი ბრენდის Visual Studio

  • ✓მუშაობს მაღაზიის რეალურ კატალოგთან
  • ✓მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს სასურველ პროდუქტს
  • ✓თითოეული ვიზუალიზაცია დაკავშირებულია კონკრეტულ SKU-სა და პროდუქტის გვერდთან
  • ✓Studio სრულად ბრენდირებულია თქვენი სახელით
  • ✓აკონტროლებთ კატალოგს, პროდუქტებსა და მომხმარებლის გამოცდილებას
  • ✓მითითების წერა და საიტიდან გასვლა არ სჭირდება

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

01როგორ მუშაობს AI ვიზუალიზაციის სტუდია?+

მომხმარებელი ირჩევს თქვენს კატალოგში არსებულ პროდუქტს, ტვირთავს საკუთარი ოთახის ფოტოს და ხედავს, როგორ გამოიყურება შერჩეული პროდუქტი მის სივრცეში.

02იყენებს თუ არა სისტემა ჩვენი კატალოგის რეალურ პროდუქტებს?+

დიახ. სტუდიაში იტვირთება თქვენი რეალური პროდუქტის ფოტოები, დასახელებები, კოდები და სხვა საჭირო ინფორმაცია. თითოეული ვიზუალიზაცია შესაბამის პროდუქტის გვერდთან არის დაკავშირებული.

03შესაძლებელია თუ არა სტუდიის ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ინტეგრაცია?+

დიახ. სტუდია შეიძლება დაემატოს უშუალოდ პროდუქტის გვერდზე ან განთავსდეს ცალკე, თქვენი ბრენდის სახელით შექმნილ გვერდზე.

04რა ტექნიკური ჩართულობა დაგვჭირდება?+

დანერგვის ძირითად პროცესს ჩვენი გუნდი მართავს. თქვენი მხრიდან საჭიროა პროდუქტების კატალოგის და ვებსაიტთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური წვდომის მოწოდება.

05რამდენად ზუსტად გამოჩნდება პროდუქტი ვიზუალიზაციაში?+

სისტემა მაქსიმალურად ინარჩუნებს პროდუქტის ფერს, ტექსტურასა და დიზაინს. თუმცა AI ვიზუალიზაცია წარმოადგენს რეალისტურ სიმულაციას და არა ზუსტ ტექნიკურ რენდერს.

06რა ტიპის პროდუქტების ვიზუალიზაციაა შესაძლებელი?+

სტუდია შეიძლება მოერგოს იატაკს, კაფელს, შპალერს, საღებავს, ავეჯს, სამზარეულოს ზედაპირებს, სანიტარულ პროდუქტებსა და ინტერიერის სხვა კატეგორიებს.

07შესაძლებელია თუ არა სტუდიის ჩვენს ბრენდზე მორგება?+

დიახ. სტუდიის ფერები, ლოგო, ტექსტები და ინტერფეისის ძირითადი ელემენტები თქვენს ბრენდსა და ვებსაიტის დიზაინს მოერგება.

08მივიღებთ თუ არა მომხმარებლის მოქმედებების ანალიტიკას?+

დიახ. შესაძლებელია ვიზუალიზაციების რაოდენობის, ყველაზე ხშირად არჩეული პროდუქტებისა და მომხმარებლის ძირითადი მოქმედებების მონიტორინგი.

09როგორ ახლდება პროდუქტების კატალოგი?+

კატალოგის განახლება შესაძლებელია ფაილის, API-ის ან ადმინისტრაციული სისტემის საშუალებით. კონკრეტული მეთოდი თქვენი ონლაინ მაღაზიის ტექნიკურ მოწყობაზეა დამოკიდებული.

თქვენი კატალოგით

დემო თქვენი კატალოგის მიხედვით

დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია. მოვამზადებთ მოკლე დემოს თქვენი კატალოგის და ბრენდის იდენტობის მიხედვით.

+995 593 16 33 76

დემოს მოთხოვნა

2 წუთი · ვალდებულების გარეშე